logo_geo
eng_logo
NDI-ის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობის თქმით, მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას
- +

18 იანვარი. 2017. 11:23




„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა - 40 % აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება" დგას. გამოკითხულთა 22 %-ის თქმით, მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.


ამასთან, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 10 % „ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს, 3 % - „პატრიოტთა ალიანსს" და ასევე 3% „თავისუფალ დემოკრატებს".


NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%_ია.


NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner