თბილისის მოსახლეობისთვის 2017 წლის 18 იანვარს მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ სტანდარტებსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.
„სასმელი წყლის ხარისხი, დღეს, დედაქალაქში მთლიანად აკმაყოფილებს „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით" გათვალისწინებულ პარამეტრებს", - ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.