logo_geo
eng_logo
ნინო ბურჯანაძე: პოლიტიკაში არ არის იმ ადამიანების ადგილი, რომლებზეც არსებობს კომპრომატი!
- +

25 მარტი. 2016. 16:57


„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „იბერიის" ეთერში გადაცემა „პრიორიტეტში" ისაუბრა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესახებ. მისი თქმით, პოლიტიკაში და მაღალ თანამდებობებზე უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებზეც კომპრომატები არ არსებობს და რომლებიც თავისი სინდისის წინაშე თავისუფლად იღებენ გადაწყვეტილებებს ქვეყნის ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით.




„პოლიტიკაში და მით უმეტეს მაღალ თანამდებობეზე, რა თქმა უნდა, არ არის იმ ადამიანების ადგილი, რომლებზეც კომპრომატი არსებობს. კომპრომატი ყოველთვის არის ის საშუალება, რომლითაც ადამიანს შეიძლება მიაღებინო ქვეყნისთვის არასასურველი და საზიანო გადაწყვეტილებაც კი. ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ პოლიტიკაში და მაღალ თანამდებობებზე უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებზეც კომპრომატები არ არსებობს და რომლებიც თავისი სინდისის წინაშე თავისუფლად იღებენ გადაწყვეტილებებს ქვეყნის ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner