logo_geo
eng_logo
შალვა ხაჭაპურიძე: მედროვეებმა სააკაშვილს ზურგი აქციეს და ახალი პატრონის ძებნა დაიწყეს!
- +

18 იანვარი. 2017. 14:45


 

„ბოლოს და ბოლოს, მიხვდნენ, რომ თავის დროზე, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანა, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ნება", - საუბრობს გაზეთ „ასავალ-დასავალთან" მიხეილ სააკაშვილის გუნდის ყოფილ წევრებზე ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე. როგორც თავად აღნიშნავს, მათ უკვე ყოფილ პრეზიდენტს ზურგი აქციეს და ახალი პატრონის ძებნაც დაიწყეს. 

 

„ბოკერიამ, უგულავამ, ბობოხიძემ, რატიანმა და სხვებმა სააკაშვილს ზურგი იმიტომ აქციეს, რომ ეს არაფრის მაქნისი, უიმედო და ძირითადად ფულზე გაგიჟებულები, ბოლოს და ბოლოს, მიხვდნენ, რომ თავის დროზე, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანა, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ნება.

 

ახლა, რაკი ეს ნება სააკაშვილის საწინააღმდეგოდ არის შეტრიალებული და მიშას არათუ საქართველოში, უკრაინაშიც აღარ დაედგომება, კომფორმისტებმა და მედროვეებმა, რომლებსაც უამრავი პარტია აქვთ გამოცვლილი, სააკაშვილს ზურგი აქციეს და ახალი პატრონის ძებნა დაიწყეს", - განაცხადა ინტერვიუში შალვა ხაჭაპურიძემ.  



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner