„ბოლოს და ბოლოს, მიხვდნენ, რომ თავის დროზე, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანა, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ნება", - საუბრობს გაზეთ „ასავალ-დასავალთან" მიხეილ სააკაშვილის გუნდის ყოფილ წევრებზე ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე. როგორც თავად აღნიშნავს, მათ უკვე ყოფილ პრეზიდენტს ზურგი აქციეს და ახალი პატრონის ძებნაც დაიწყეს.
„ბოკერიამ, უგულავამ, ბობოხიძემ, რატიანმა და სხვებმა სააკაშვილს ზურგი იმიტომ აქციეს, რომ ეს არაფრის მაქნისი, უიმედო და ძირითადად ფულზე გაგიჟებულები, ბოლოს და ბოლოს, მიხვდნენ, რომ თავის დროზე, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანა, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ნება.
ახლა, რაკი ეს ნება სააკაშვილის საწინააღმდეგოდ არის შეტრიალებული და მიშას არათუ საქართველოში, უკრაინაშიც აღარ დაედგომება, კომფორმისტებმა და მედროვეებმა, რომლებსაც უამრავი პარტია აქვთ გამოცვლილი, სააკაშვილს ზურგი აქციეს და ახალი პატრონის ძებნა დაიწყეს", - განაცხადა ინტერვიუში შალვა ხაჭაპურიძემ.