ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, იტალიაში, რომიდან 106 კილომეტრის მოშორებით 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის ახალი მიწისძვრა დაფიქსირდა.
დღის განმავლობაში ეს უკვე მესამე მიწისძვრაა ცენტრალურ იტალიაში. წინა ორი მიწისძვრის სიმძლავრე 5.6 და 5.3 მაგნიტუდას შეადგენდა.
უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, რომის მეტროში მოძრაობა შეაჩერეს და ხალხის ევაკუაცია განახორციელეს.