logo_geo
eng_logo
ქორწინებასთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო
- +

25 მარტი. 2016. 17:22


ქორწინებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო. საკონსტიტუციო ინიციატივას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია ამ წუთებში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარადგენს.



განხილვაში საქართველოს პარლამენტის წევრები - მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ზურაბ ტყემალაძე, გედევან ფოფხაძე მონაწილეობენ. შეხვედრას ასევე ესწრებიან რიგითი მოქალაქეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელები.



თელავის გარდა დაგეგმილია განხილვები - რუსთავში (28 მარტი), ზუგდიდში (31 მარტი), ბათუმში (2 აპრილი), ოზურგეთში (2 აპრილი), ახალციხეში (5 აპრილი), თბილისში (6 აპრილი), გორში (6 აპრილი), ყაზბეგში (7 აპრილი), მესტიაში (8-9 აპრილი), ამბროლაურში (14 აპრილი) და ქუთაისში (15 აპრილი).



საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერით ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც კონსტიტუციის დონეზე განსაზღვრავს, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner