logo_geo
eng_logo
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
- +

18 იანვარი. 2017. 18:54





ისნის რაიონში, ვაზისუბნის I მიკრორაიონში, კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"  წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე  ტექნიკურ-აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს.


„წყალსადენის დაზიანებულ მონაკვეთზე დაშენებულია „ახალი ქსელების" საკომუნიკაციო ჭა, რომელშიც  განთავსებულია სადენები,  რის გამოც აღდგენითი სამუშაოები უსაფრთხოების მაღალი ზომების დაცვით მიმდინარეობს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 18 იანვარს, ღამის 00:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:

ისნის რაიონში

ვაზისუბნის I მიკრორაიონს.

 

წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე,  კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ  ფაუერი"  მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.

 

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -http://www.gwp.ge

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს", - ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner