ისნის რაიონში, ვაზისუბნის I მიკრორაიონში, კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე ტექნიკურ-აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს.
„წყალსადენის დაზიანებულ მონაკვეთზე დაშენებულია „ახალი ქსელების" საკომუნიკაციო ჭა, რომელშიც განთავსებულია სადენები, რის გამოც აღდგენითი სამუშაოები უსაფრთხოების მაღალი ზომების დაცვით მიმდინარეობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 18 იანვარს, ღამის 00:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:
ისნის რაიონში
ვაზისუბნის I მიკრორაიონს.
წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -http://www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს", - ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.