logo_geo
eng_logo
მარიამ ჯაში: ეს იყო უკიდურესად მძიმე პერიოდი...
- +

18 იანვარი. 2017. 20:55



განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში სოცაილურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„თვალწინ მიდგას 1999 წლის აგვისტო, როდესაც შევუერთდი ჩემი უძვირფასესი UNICEF-ის გუნდს და დავიწყეთ მუშაობა ბავშვთა კეთილდღეობის პროგრამებზე. ეს იყო უკიდურესად მძიმე პერიოდი, როდესაც პრაქტიკულად მოშლილი იყო ბაზისური სამედიცინო ინფრასტრუქტურა... განათლების სისტემა ინერციით აგრძელებდა მუშაობას და ინკლუზიურ განათლებაზე საუბარი ზედმეტიც იყო... ათასობით პატარა ცხოვრობდა ბავშვთა სახლებში წარმოუდგენლად მძიმე პირობებში... დევნილი მოსახლეობის პრობლემები უკიდურესად მძიმე იყო... პრაქტიკულად არ არსებობდა სოციალური დაცვის სისტემები სიღარიბესა და ქუჩაში მცხოვრები ბავშვებისათვის...

 

17 წლის შემდეგ გადმოსახედიდან ქვეყანაში უდიდესი შედეგებია მიღწეული როგორც ჯანდაცვის, ასევე განათლების, ბავშვთა დაცვისა და სიღარიბის დაძლევის კუთხით. ეტაპობრივად ვითარდებოდა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამსახურები, ინფექციური დაავადებების კონტროლის პროგრამები, მცირდებოდა ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები, იდგმებოდა პირველი ნაბიჯები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა განათლების სისტემაში ჩართულობისთვის, იხვეწებოდა სოციალური დაცვის სისტემები და პარალელურად ვხედავდით სიღარიბის მაჩვენებლების შემცირებას...

 

გულწრფელად მეამაყება, რომ მხოლოდ ბოლო წლებში 17000-ზე მეტმა დევნილმა ოჯახმა მიიღო ბინა... პრაქტიკულად არ რჩება ბავშვი და მოზარდი, რომელსაც ბაზისური სამედიცინო მომსახურება არ აქვს... რომ ათასობით შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვი დადის სკოლაში... რომ ბავშვთა სახლების უმეტესობა ქვეყნის მასშტაბით პრაქტიკულად დახურულია... რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით სოლიდარობის ფონდის ამოქმედება განსაკუთრებით მძიმე სენით დაავადებული ბავშვებისათვის და კიდევ ბევრი უმნიშვნელოვანესი პროგრამა ავამოქმედეთ...

 

მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩემს მეგობარსა და კოლეგას, ვინც ამ ბრძოლაში ერთმანეთის გვერდით ვიდექით...

 

მიუხედავად წარმატებებისა, ბუნებრივია რჩება არაერთი საკითხი, რომელიც ბოლომდეა მისაყვანი - როგორც ამობებენ გასავლელია გზის საბოლოო მონაკვეთი - Last Mile.

 

ბავშვთა კეთილდღეობის ამ გზაზე ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად განათლების სისტემის ხელმისაწვდომობა, ხარისხი და ინკლუზიურობა რჩება და ამ კუთხით პირადად მე და ჩემი კოლეგები უკვე აქტიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან და დარგის როგორც ქართველ ისე უცხოელ სპეციალისტებთან ერთად.

საბოლოო მიზანი განათლების კუთხით კი გვაქვს, რომ შემდეგი 4 წლის გადმოსახედიდან არც ერთ ქალაქში და არც ერთ სოფელში, არც ერთი ბავშვი აღარ გვრჩებოდეს კარგი საბავშვო ბაღისა და სკოლის გარეშე... რომ თითოეულ სკოლაში გვქონდეს სრულად ადაპტირებული გარემო თითოეული პატარისა და მოსწავლისათვის.. და რომ არც ერთი ბავშვი არ გვრჩებოდეს დიდი ტიპის ბავშვთა სახლებსა და ინსტუტიციებში", - წერს ჯაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner