logo_geo
eng_logo
ჭიათურაში 2017 წლის შემოდგომიდან განახლებული საბაგირო გზები და სადგურები ამუშავდება
- +

18 იანვარი. 2017. 21:46



ჭიათურაში საბაგირო გზების რებილიტაცია მიმდინარეობს. იგეგმება საბაგირო გზების სისტემების და სადგურების სრული რეკონსტრუქცია.


პროექტის საერთო ღირებულება 40 მლ. ლარია, რომელიც საქართველოს და საფრანგეთის ხელისუფლების მიერ ფინანსდება.


რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მოწოდება ფრანგულმა კომპანიამ - „პომაგალსკი" (Pomagalski) უზრუნველყო.


გზის სიგრძე 3428 მეტრია და ამ ხაზებისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 8 გონდოლა იქნა შეძენილი.


პირველ ეტაპზე რეაბილიტაცია უტარდება ერთ ცენტრალურ სადგურს და მისგან გამავალ 3 მიმართულებას: სანატორიუმი (862 მ), ნაგუთი (1081 მ) და ლეჟუბანი (845 მ). მე-4 საბაგიროზე - მუხაძე (640 მეტრი) მიმდინარეობს პროექტირების სამუშაოები.


საბაგირო გზებისა და სადგურების რეაბილიტაციის დასრულება, 2017 წლის შემოდგომაზე იგეგმება.


შეგახსენებთ, რომ სამგზავრო საბაგიროს მუშაობა 2016 წელს შეწყდა გაუმართაობის გამო.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner