logo_geo
eng_logo
ნადეჟდა სავჩენკო რადას ეროვნული უშიშროების კომიტეტიდან გარიცხეს
- +

18 იანვარი. 2017. 23:14



უკრაინის უმაღლესი რადას ეროვნული უშიშროების კომიტეტიდან დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო გარიცხეს. მან დონბასში დატყვევებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების სია გამოაქვეყნა. წევრები ნადეჟდა სავჩენკოს კომიტეტიდან გარიცხვას სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის შემდგომი გავრცელების აღკვეთით ხსნიან. სავჩენკომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებებს უარყოფს.


„მე კანონი არ დამირღვევია, სახელმწიფო საიდუმლოების შენახვა შემიძლია", - აღნიშნა დეპუტატმა და დაამატა, რომ უშიშროების კომიტეტის სხდომებს კვლავ დაესწრება, მიუხედავად მისი გარიცხვისა.


გარდა ამისა, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიმართოს უკრაინის გენპროკურატურას, რათა სავჩენკოს ქმედებების სამართლებრივი შეფასება მოხდეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner