ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტმა 18 იანვარს კანონპროექტი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაზე სანქციების გამკაცრების შესახებ პირველივე მოსმენით მიიღო. სანქციები გამკაცრდება, როგორც ე.წ. სახმელეთო, ასევე საზღვაო საზღვრების დარღვევის შემთხვევაში.
ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის შემთხვევაში რიგით მოქალაქეებს ჯარიმის სახით 80-დან 100 მინიმალური ხელფასის გადახდა მოუწევთ, თანამდებობის პირები - 100-დან 120 მინიმალური ხელფასით დაჯარიმდებიან, ამასთან მათი ნივთების კონფისკაციაც მოხდება. ერთი წლის განმავლობაში ე.წ. დარღვევის განმეორების შემთხვევაში, პირებს 15-დღიანი საპატიმრო ვადის მოხდა მოუწევთ.