სააგენტო Reuters-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯორ ბუშ უფროსის საავადმყოფოში მოხვედრის შემდეგ, მისი მეუღლე ბარბარაც ჰოსპიტალში დააწვინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბარბარა საავადმყოფოში უსაფრთხოების მიზნით გადაიყვანეს. თავად ჯორჯ ბუშ უფროსი ჰიუსტონის ერთ-ერთ საავადმყოფოში პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობის კურსს გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
არსებული ინფორმაციით, 92 წლის ექს-პრეზიდენტს პარკინსონის დაავადება სჭირს და შშმ პირისთვის განკუთვნილი ეტლით სარგებლობს.
ჯორჯ ბუშ უფროსი ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 41-ე პრეზიდენტი იყო 1989-1993 წლებში რესპუბლიკური პარტიიდან. რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის დროს1981-1989 წლებში ის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო.