20 თებერვალს,17:30 საათზე, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჩატარდება საქველმოქმედო პოეზიის საღამო, სახელწოდებით „მეც მტკივა" - მერიკო სისაურის დასახმარებლად.
მერიკოს აქვს უიშვიათესი დაავადება „ვოლფარმის სინდრომი". აღნიშნული დაავადება საქართველოში მხოლოდ 17 ადამიანს აქვს დაახლოებით, ერთერთი აღმოჩნდა მერიკო. იგი ასევე არის უსინათლო, აქვს ანემია, ასევე უშაქრო და შაქრიანი დიაბეტი, თავში მარჯვენა მხარეს აქვს მსხვილი სისხლძარღვი განუვითარებელი და ნელ-ნელა კარგავს სმენასაც. საჭიროა მისი თურქეთში გადაყვანა და მკურნალობა...
საღამოზე მონაწილეობას მიიღებენ პოეტები და მუსიკოსები. იდგება შესაწირი ყუთი და სურვილისამებრ შეგეძლებათ რომ დაეხმაროთ ახალგაზრდა გოგონას!
დასწრება თავისუფალია.