აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ქვეყნის პირველი პირის რანგში ბოლო პრესკონფერენციაზე რუსეთთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ობამამ განაცხადა, მოსკოვმა ანტიამერიკული რიტორიკა გააძლიერა. აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება უკრაინაში რუსეთის ქმედებებს და მინსკის შეთანხმებას უნდა უკავშირდებოდეს.
„მოსკოვმა ანტიამერიკული რიტორიკა გააძლიერა და ამ ფაქტმა მტრობა და ურთიერთობების გაუარესება გამოიწვია.
ვიმედოვნებ, რუსეთსა და უკრაინას მტკიცე ურთიერთობა ექნებათ, ისინი ისტორიულად, სოციალურად და კულტურულად ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან, თუმცა უკრაინა -დამოუკიდებელი ქვეყანაა", - განაცხადა ობამამ.