logo_geo
eng_logo
გია ჟორჟოლიანი: ონლაინ-სესხების მაქსიმალურად წინააღმდეგი ვარ
- +

25 მარტი. 2016. 17:48


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი ონლაინ-სესხების წინააღმდეგია და მაქსიმალურად შეზღუდვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.


"სოციალ-დემოკრატების" ლიდერის განმარტებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ონლაინ-სესხების საკანონმდებლო რეგულაცია აუცილებელია.

 

მაქსიმალურად შეზღუდვა რომ არის საჭირო, ფაქტია. ონლაინ-სესხების მაქსიმალურად წინააღმდეგი ვარ, რადგანაც ძალიან დიდ სირთულეებს ქმნის.  დეტალურად არ ვიცი, როგორ უნდა გაკეთდეს, ალბათ, საკანონმდებლო რეგულაციებიც საჭიროა. თუ პარლამენტში მსჯელობა გაიმართება, ამ პოზიციით მსჯელობაში ჩავერთვები", - განაცხადა „პირWელთან" საუბრისას ჟორჟოლიანმა.


ცნობისათვის, ონლაინ-სესხების წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, ინტერნეტში ახალი პოსტერი გამოჩნდა.


აღსანიშნავია, რომ ონლაინ-სესხების აკრძალვის მოთხოვნით, სოციალურ ქსელში რამდენიმე გვერდიც არის შექმნილი. გარდა ამისა, 24 მარტს, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ" ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციებისათვის რეგულაციების დაწესების მოთხოვნით, კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.


ასოციაციის პოზიციით, ორგანიზაციების საქმიანობის შინაარსი, ფორმები და მასშტაბები, შესაძლოა, სოციალური აფეთქების წინაპირობა გახდეს. ამ თემაზე ჟურნალისტებმა ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსაც დაუსვეს შეკითხვა. ის ფიქრობს, რომ ონლაინ-სესხების მიმართულებით, რეგულაციები უნდა არსებობდეს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner