logo_geo
eng_logo
ბარაქ ობამა: რუსეთი უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას განაგრძობს
- +

19 იანვარი. 2017. 03:16


 

„რუსეთთან კარგი ურთიერთობა პასუხობს აშშ-ისა და მთელი მსოფლიოს ინტერესებს. ეს ჩემი პრეზიდენტობის მიდგომაა. ჩვენი დიდი წვლილი შევიტანეთ იმაში რომ რუსეთი მსოფლიო საზოგადოების პასუხისმგებლიანი წევრი გამხდარიყო", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ პრეზიდენტის რანგში ბოლო პრესკონფერენციაზე განაცხადა. ობამამ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს რუსეთის ეკონომიკის გაუმჯობესებაშიც მიუძღვის წვლილი. ობამამ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მყარი ურთიერთობა დამყარდება.


„როგორც ადრე აღვნიშნე, ვიმეორებ, რომ დიდი იმედი მაქვს, რუსეთსა და უკრაინას შორის მყარი ურთიერთობა დამყარდება, ისინი ისტორიულად და სოციალურად დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან, მაგრამ უკრაინა - ეს დამოუკიდებელი ქვეყანაა", - აღნიშნა ობამამ.


ობამა დონბასში შეჭრისა და ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებას მოითხოვს. როგორც ობამამ განაცხადა, ვიდრე უკრაინაში ვითარება არ შეიცვლება და რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს, ანტირუსული სანქციები არ უნდა გაუქმდეს.


„რუსეთი უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას განაგრძობს. ის უკრაინაში სამხედროებს გზავნის, რათა ვითარების დესტაბილიზაცია მოახდინოს. სანქციების დაწესების მიზეზები ის ფაქტია, რასაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს...

 

ამერიკისა და მსოფლიოს ინტერესების გათვალისწინებით, რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობა გვქონდა. ასეთი მიდგომა ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში იყო. რუსეთთან ურთიერთობების ჩამოყალიბებას შევეცადე, თუმცა როდესაც პუტინი ახალი ვადით დაბრუნდა, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. ის საკუთარი ქმედებებით შეერთებული შტატების გამოწვევას ცდილობს ", - განაცხადა ობამამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner