logo_geo
eng_logo
NBA All Star-ის მატჩის გამოკითხვის შედეგებს, სავარაუდოდ, დღეს გამოაქვეყნებს
- +

19 იანვარი. 2017. 10:57


 


NBA All Star-ის მატჩის სასტარტო ხუთეულების არჩევა გულშემატკივრების მიერ დასრულდა. NBA შედეგებს სავარაუდოდ, 19 იანვარს გამოაქვეყნებს.


All Star-ის მატჩის მონაწილეებს გულშემატკივრები, მედია და თავად კალათბურთელები ირჩევენ.


ფანების გამოკითხვის მეორე შუალედური შედეგების მიხედვით, ზაზა ფაჩულიას 823 476 ხმა ჰქონდა, რაც დასავლეთ კონფერენციის ფორვარდთა შორის მეორე შედეგი იყო. ზაზა მესამეადგილოსანს თითქმის 200 ათასი ხმით უსწრებდა.


NBA All Star-ის მატჩი 19 თებერვალს ნიუ ორლეანში გაიმართება. 7-7 მოთამაშეს ვარსკვლავური გუნდების მთავარი მწვრთნელები თავად შეარჩევენ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner