უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იმედოვნებს, თებერვალში აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდება.
„მოხარულნი ვართ, რომ სერიოზული მხარდაჭერა გვაქვს აშშ-ში ორივე პარტიის მხრიდან. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელება ეფექტური იქნება", - განაცხადა პოროშენკომ.
პოროშენკოს განცხადებით, თებერვალში ვაშინგტონს ვიზიტით ეწვევა.
„შეხვედრა ტრამპთან დიდ სიამოვნებას მომანიჭებდა", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იქნება.