logo_geo
eng_logo
ვინ არის პატრულ-ინსპექტორი, რომლის ფოტომ სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა
- +

19 იანვარი. 2017. 11:38


 



შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელი ტატო კუჭავა პატრულ-ინსპექტორის ფოტოს ავრცელებს, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს არის გადაღებული. ფოტოზე ჩანს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი შშმ პირს გზაზე გადასვლაში ეხმარება.


„ვიღაცამ შეიძლება ეტლით მოსარგებლეს გზაც არ დაუთმოს, ვიღაცამ შესაძლოა უზარმაზარი „ჯიპი" ზედ პანდუსზე დააპარკინგოს, მაგრამ საბედნიეროდ, არიან ადამიანები, რომლებსაც სწამთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს..." - წერია ფოტოს კომენტირებისას.


პატრულ-ინსპექტორი, რომელიც ფოტოზეა გამოსახული, 42 წლის ჯაბა მჭედლიშვილია. ის საპატრულო პოლიციის რიგებში მისი დაარსების დღიდან ირიცხება. მას მეუღლე და სამი შვილი ჰყავს. მისი ვაჟი კობა მჭედლიშვილი ევროპის ორგზის და მსოფლიო ჩემპიონია ძიუდოში.

 

 

Description: http://photo.ambebi.ge/pictures/ex350x0x1x100/1e3a59d4fc..images.new_photo.159773517379142397087656092015601858143024n.jpg

 

 

Description: http://photo.ambebi.ge/pictures/ex350x0x1x80/7e8e23bda9.images.new_photo.1597743014006325932896104987017912855394217n_df330.jpg

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner