logo_geo
eng_logo
სააპელაციო სასამართლოსთან „თავისუფალი ზონის“ წევრები დააკავეს
- +

25 მარტი. 2016. 18:13


თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან „თავისუფალი ზონის" ორი წევრი - გიორგი მიქიაშვილი და ვაჟა მორგოშია დააკავეს.

ამის მიზეზი გახდა დაპირისპირება, რომელშიც ერთის მხრივ „თავისუფალი ზონის"" წევრები და „კორტების სპეცოპერაციის" საქმეში ბრალდებულთა ახლობლები, ხოლო მეორე მხრივ ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის ახლობლები მონაწილეობდნენ.



სააპელაციო სასამართლოში გამართული პროცესის შემდეგ ერთმანეთს მხარეების წარმომადგენლები რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. „კორტების სპეცოპერაციაში" ბრალდებულთა ახლობლებმა ვაზაგაშვილის ახლობლები და მეგობრები შეძახილებით: „მკვლელები და ბარიგების დამცველები" გააცილეს.

დაპირისპირება მოხდა ასევე „ადვოკატთა ასოციაციის" ხელმძღვანელსა და „კორტების სპეცოპერაციაში" ბრალდებულთა ახლობლებს შორის. „ადვოკატთა ასოციაციის"" ხელმძღვანელი მათ შეძახილებით გააცილეს და აღნიშნეს, რომ მისი ადგილი ე.წ. მატროსოვის ციხეშია.



„კორტების სპეცოპერაციაში" ბრალდებულთა ახლობლები სააპელაციო სასამართლოსთან რჩებიან და ზურაბ ვაზაგაშვილის მეგობრებსა და ახლობლებს შეძახილებით აცილებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner