logo_geo
eng_logo
გერმანიაში საქართველოს 10 მოქალაქე დააკავეს
- +

19 იანვარი. 2017. 11:59


 


გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 10 მოქალაქე დააკავეს. სპეცოპერაციაში 600 სამართალდამცავი მონაწილეობდა, რომელთაც მოპარული ნივთები 35 სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. დაპატიმრებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. დაკავებულები არიან ლატვიის და ვიეტნამის მოქალაქეებიც.


საქართველოს მოქალაქეების დაკავების თაობაზე გერმანიაში საქართველოს საელჩოში ინფორმაცია უკვე შესულია.


გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს კონსულის კახაბერ შიშნიაშვილის განცხადებით, საქართველოს საელჩომ მიიღო ოფიციალური არხებით შეტყობინება 10 ქართველის დაკავების შესახებ, რომლებიც ქურდობაში არიან ეჭვმიტანილნი.


საპოლიციო ოპერაცია განხორციელდა საქსონიის მიწაზე. საქართველოს საელჩომ მიიღო ოფიციალური არხებით შეტყობინება 10 ქართველის დაკავების შესახებ, რომლებიც ქურდობაში და ამ სახის დანაშაულში არიან ეჭვმიტანილნი. სასამართლო პროცესი ყველა შემთხვევაში გერმანიაში იქნება. იმის მიხედვით, ისინი სასჯელს მოიხდიან თუ მათი გაძევება მოხდება, დამოკიდებულია იმაზე, გერმანიის პროკურატურას რა პოზიცია ექნება",- განაცხადა კახაბერ შიშნიაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner