logo_geo
eng_logo
გიორგი ბერიძე: „ნაცმოძრაობაში“ ნამდვილი ომი და უბედურება ახლა იწყება!
- +

19 იანვარი. 2017. 12:43


 

 

„აქ ლაპარაკია არა მხოლოდ ნაცპარტიის შიგნით იდეურ და დიალექტიკურ დაპირისპირებაზე, არამედ უშუალოდ გაყოფაზე", - ისაუბრა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ანალიტიკოსმა და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტმა გიორგი ბერიძემ. მისი შეფასებით, ნაცები უკვე მოკვდნენ, მათ პარტიაში კი, ომი და უბედურება სწორედ ახლა იწყება.

 

„შევთანხმდეთ ერთ ფუნდამენტურ პრინციპზე - „ნებისმიერი უსამართლო სისტემა კვდება!" „ნაცმოძრაობა" გახლდათ სისტემა, რომელიც დაფუძნებული იყო ანგარებაზე, სისხლზე, ფულზე, ადამიანის წამებასა და ჩაგვრაზე და რაც ყველაზე მთავარია, ეს სისტემა ჩვენს ქვეყანას თავს მოახვიეს უცხოეთიდან. დღეს ეს სისტემა მოკვდა!

 

ნაცები მოკვდნენ! ამ შეფასებას რომ გამოვთქვამ, ჩემთვის მთავარია არა ბოკერიას ლაპარაკი, არამედ შედარებით „მეორეხარისხოვანი" ნინო კალანდაძის მიმართვა ყოფილი თანაგუნდელებისადმი - „მზითევი დატოვეთ!"

 

ანალიტიკოსი გახლავართ და აქ ლაპარაკია არა მხოლოდ ნაცპარტიის შიგნით იდეურ და დიალექტიკურ დაპირისპირებაზე, არამედ უშუალოდ გაყოფაზე, ერთმანეთის ლანძღა-გინებასა და იმ ნაძარცვ-ნაალაფარის მიტაცებაზე, რომელიც სააკაშვილმა და მისმა ბანდამ მთელი ამ წლების განმავლობაში დააგროვეს.

 

წყალი არ გაუვა - „ნაცმოძრაობა" განადგურებულია! მაგრამ ნაცპარტიაში ნამდვილი ომი და უბედურება ახლა იწყება!", - აღნიშნა გიორგი ბერიძემ.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner