logo_geo
eng_logo
ბოლო 10 წელში განქორწინების რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა
- +

19 იანვარი. 2017. 12:44




თბილისში განქორწინებათა რაოდენობა ქორწინებათა რაოდენობის 50%-ია, მთელ ქვეყანაში კი ქორწინების 30% განქორწინებით მთავრდება", - ამის შესახებ, საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავჯდომარემ, თამარ ჩიბურდანიძემ „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, განქორწინების უმრავლესობა ადრეულ ასაკში შექმნილ ოჯახებზე მოდის. ამასთან მნიშვნელოვან ფაქტორს თამაშობს სოციალური სტატუსი და წყვილთა ინტელექტი.


საქართველოში ქორწინებათა რაოდენობა გაიზარდა 2014-2015 წლებში, რაც ძალიან სასიხარულო იყო, თუმცა 2016 წლის პირველი 6 თვის მონაცმებით, ქორწინებათა რაოდენობამ იკლო, განქორწინებათა რაოდენობა კი იგივე დარჩა. ზოგადად განქორწინებათა ზრდა-კლების მაჩვენებელი ქორწინებათა რაოდენობას მიჰყვება. მაგრამ ის, რომ ქორწინებათა რაოდენობა, არ იზრდება მაშინ, როცა განქორწინებათა რიცხვი მატულობს, ძალიან ცუდია, მით უმეტეს ჩვენს ქვეყანაში, როცა ამ მონაცემებს შორის პროცენტული ბალანსი ძალიან ცუდია.

 

თბილისში განქორწინებათა რაოდენობა ქორწინებათა რაოდენობის 50%-ია, მთელ ქვეყანაში კი ქორწინების 30% განქორწინებით მთავრდება, განქორწინებათა ყველაზე მაღალი რაოდენობა სწორედ ადრეულ ასაკში შექმნილ ოჯახებშია. ამის მიზეზი ისიც არის, რომ ახალგაზრდას არ აქვს ჩამოყალიბებული ოჯახის ფენომენი და უფრო ადვილად თმობს ურთიერთობებს.

 

განქორწინების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი სოციალურ-ეკონომიკური ფონია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ რაც უფრო დაბალია სოციალური ფენა და ინტელექტუალური დონე, მით უფრო ნაკლებია განქორწინებათა რაოდენობა. ამ მაჩვენებლის ზრდა სწორედ სოციალურად მაღალი ფენის წარმომადგენლებსა და ინტელექტუალურ საზოგადოებაში შეინიშნება. აღნიშნული ფაქტორიდან გამომდინარე დედაქალაქში უფრო მეტია განქორწინებათა მაჩვენებელი, ვიდრე რეგიონებში. თუმცა ბოლო 10 წელიწადში რეგიონებშიც იმატა განქორწინებათა რაოდენობამ, რაც ფაქტობრივად არასდროს აღინიშნებოდა აქამდე, რადგან ოჯახის დანგრევა უცხო იყო მთაში", - განაცხადა ჩიბურდანიძემ.


დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ოჯახის მნიშვნელობა და ფენომენი აზრს კარგავს, ახალ თაობასთან ერთად კი ოჯახური ფასეულობები იკარგება, ამიტომ ამ საკითხის პოპულარიზება აუცილებელია.


სამწუხაროდ, საქართველოში ოჯახის ფენომენი ნელ-ნელა აზრს კარგავს მაშინ, როცა ევროპაში აღნიშნული საკითხი ძალიან კარგად აქვთ გააზრებული.

 

თქვენ წარმოიდგინეთ და ევროპაში როცა ოჯახი იქმნება, განქორწინება იშვიათად ხდება, რადგან იმ ასაკში დგამენ ამ ნაბიჯს, როცა გააზრებული აქვთ ოჯახის მნიშვნელობა და განქორწინებაზე აღარ ფიქრობენ. საქართველოში კი ოჯახის შექმნა იმდენად გაუაზრებლად ხდება, რომ აღარ აქვთ შემაკავებელი ფაქტორები და ადვილად თმობენ სიყვარულსაც და ოჯახსაც.

 

ვთვლით, რომ ახალი თაობის მოსვლასთან ერთად იკარგება ოჯახური ფასეულობები და ჩვენი მიზანი სწორედ ის არის, რომ ახალგაზრდებში რაც შეიძლება მეტად მოხდეს ოჯახის პოპულარიზება, თუნდაც სწავლა და განათლების მიცემა ამ კუთხით.

 

ქვეყანას დღეს ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს ოჯახების შექმნის კუთხით. საქართველოში რეპროდუქციული მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუოჯახებელია. აღნიშნულის ერთ-ერთი ძირეული მიზეზი ის არის, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ძალზე მძიმეა და აუცილებელია, სახელმწიფომ იზრუნოს ამ პრობლემის მოგვარებაზე. უახლოეს პერიოდში კი ჩვენ ვაპირებთ წარვადგინოთ კანონპროექტი, რომელსაც ახლად დაქორწინებულთა წახალისებას და მათთვის ხელის შეწყობას ითვალისწინებს, რაც ყველა იმ სახელმწიფოში ხდება, რომელსაც დემოგრაფიული პრობლემა აქვს, მათ შორის არის საფრანგეთი, იტალია ინგლისი და .", - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

 


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner