logo_geo
eng_logo
გუგული მაღრაძე: ხელისუფლება ცდილობს ლართან დაკავშირებული პრობლემები შეასუსტოს
- +

19 იანვარი. 2017. 15:18




„ხელისუფლება ახორციელებს გარკვეულ მცდელობებს, რათა მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლადი ნაწილისათვის ლართან დაკავშირებული პრობლემები შეასუსტოს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ „რეზონანსთან" ინტერვიუში განაცხადა.


მისი თქმით, ხელისუფლება ხალხის მოთხოვნებს აცდენილი არ არის და ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად.


„საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლება აცდენილია ხალხის მოთხოვნებს და არ ესმის მისი, ვფიქრობ ბათილდება სწორედ იმით, რასაც იგი მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად აკეთებს. 2012-2016 წლებში ხელისუფლებამ განახორციელა უპრტეცედენტო დახმარება სოფლის მეურნეობისადმი, რათა შექმნილიყო სამუშაო ადგილები და ხალხის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. მოსახლეობის ნაწილმა შეძლო ამ დახმარებებით ფეხზე დამდგარიყო და მათ უკვე თავისი ოჯახების გამოკვების გარდა, ბიუჯეტშიც შეაქვთ თავისი წვლილი.

 

ხელისუფლება ახორციელებს გარკვეულ მცდელობებს, რათა მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლადი ნაწილისათვის ლართან დაკავშირებული პრობლემები შეასუსტოს. კარგი ნაბიჯები გადაიდგა დევნილი მოსახლეობის ბინებით დაკმაყოფილებისათვის და სხვა. რა არის ეს თუ არა პასუხი მოსახლეობის პრობლემებზე?", - განაცხადა მაღრაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner