logo_geo
eng_logo
ჩინურმა რობოტ-ჟურნალისტმა პირველი სტატია გამოაქვეყნა
- +

19 იანვარი. 2017. 15:46



სანამ ათობით ათასი სტუდენტი მთელ მსოფლიოში ჟურნალისტის პროფესიას შესაბამის ფაკულტეტზე შეისწავლის, ჩინელებმა რობოტი-კორესპოდენტი შექმნეს, რომელმაც პირველი სტატია უკვე გამოაქვეყნა.


გავრცელებული ინფორმაციით, რობოტ-ჟურნლისტის მიერ დაწერილი სტატია გაზეთ Southern Metropolis Daily-ში გამოაქვეყნეს. 300-იორეგლიფიანი სტატიის დაწერას რობოტმა მხოლოდ ერთი წამი მოანდომა. 


პეკინის უნივერსიტეტის პროფესორის თქმით, რობოტ-კორესპოდენტს შეუძლია მონაცემების ანალიზის საფუძველზე, გაცილებით გრძელი სტატიაც დაწეროს.


აღნიშნული გამოგონება, შესაძლოა, გაზეთებსა და სხვა საინფორმაციო გამოცემებში მალე დამხმარედ აიყვანონ. მას ასევე შეუძლია რედაქტორად და რეპორტიორადაც იმუშაოს", - აღნიშნავს პროფესორი.


პროფესორი Southern Metropolis Daily-სთან ერთად ლაბორატორიას ქმნის, სადაც მედია-რობოტებს გამოიკვლევენ და მათ გაუმჯობესებაზეც იზრუნებენ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner