თეირანში, 17-სართულიან სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრისა და ნგრევის შედეგად, 40 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის არიან მეხანძრეებიც.
ხანძრის ლოკალიზების დროს, მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა.
თეირანის სამაშველო სამსახურის განცხადებით, შემთხვევის შედეგად დაახლოებით 30 მეხანძრე დაიღუპა.
სავაჭრო ცენტრ „პლასკოს", რომელიც ქალაქში 50 წელზე მეტია არსებობს, ხანძარი დილით გაუჩნდა. ცეცხლი თავდაპირველად შენობის მეცხრე სართულე გაჩნდა და შემდეგ მთლიანი შენობა ჩამოინგრა.
მაშველები ნანგრევებიდან მოქალაქეების გამოყვანას ამ დრომდე ცდილობენ.