logo_geo
eng_logo
რუსი ოკუპანტები ახალგორში რუსულ სკოლასა და ბაგა-ბაღს აშენებენ
- +

19 იანვარი. 2017. 17:08


 


ოკუპირებულ ახალგორში რუსი ოკუპანტები სკოლასა და ბაგა-ბაღს აშენებენ. დაწესებულებებში სწავლება რუსულ ენაზე ჩატარდება. ამის შესახებ „პირველს" ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განუცხადა.


თინიკაშვილის განმარტებით, ახალგორში სკოლისა და ბაღა-ბაღის აშენების საჭიროება არ არსებობდა, რდაგან ტერიტორიაზე რამდენიმე სკოლა და ბაღა-ბაღი ფუნქციონირებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ახალგორში მხოლოდ 60 მოსწავლე და 70 პედაგოგია.


ნუგზარ თინიკაშვილისთვის გაუგებარია ოკუპანტები რა მიზნით აშენებენ სკოლასა და ბაღა-ბაღს, თუმცა ვარაუდობს, რომ მშენებლოლბა კორუფციულ გარიგებასთან იქნება დაკავშირებლი.


ახალგორში ერისთავების სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე საბჭოთა პერიოდში აშენებული ფაბრიკა იყო, რაც ოკუპანტებმა მთლიანად დაშალეს და აშენებენ სკოლას და ბაგა-ბაღს. მათი აშენების აუცილობლობა არ იყო, რადგან ჩვენ იქ გვაქვს 3 სკოლა, გვქონდა სკოლა ინტერნატი, ასევე იყო 2 ბაგა-ბაღი თვითონ დაბაში და იქვე მიმდებარე სოფელ იკოთშიც. რაც შეეხება ბავშვებს, სულ არის 60 მოსწავლე და 70 პედაგოგი. იმ სკოლაში ვინ შევა და ვისთვის აშენებენ, არავინ არ იცის. უბრალოდ, ეს არის ფულის გაკეთების ერთ-ერთი საშუალება", - განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.


გავრცელებული ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ორსართულიან შენობას აშენებენ, რომელიც 135 მოსწავლეზე იქნება გათვლილი.

 სამუშაოებს რუსული კომპანია „СоюзСтройПроект" განახორციელებს. სამუშაოების დასრულება 2017 წელს იგეგმება. პროექტის ჯამური ღირებულება 141 მლნ რუბლს შეადგენს.


2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა ცხინვალის რეგიონთან ერთად ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპაციაც მოახდინა და ის ცხინვალის რეგიონის ნაწილად გამოაცხადა. ოკუპანტებმა ახალგორს სახელი შეუცვალეს და მას საბჭოთადროინდელი სახელი - ლენინგორი დაუბრუნეს. აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner