logo_geo
eng_logo
ზვიად ტომარაძე: საკონსტიტუციო კომისიას სამი საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი წარედგინა
- +

19 იანვარი. 2017. 17:39



„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე  სოციალურ ქსელში წერს, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძემ საკონსტიტუციო კომისიას განსახილველად წარუდგინა საკონსტიტუციო ცვლილება, რის მიხედვითაც მიწის შეძენა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება შესაძლებელი.

 

მეგობრებო! საკონსტიტუციო კომისიის წევრმა დემოკრატიული მოძრაობიდან -ნმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ საკონსტიტუციო კომისიას განსახილველად წარუდგინა ჩემი და დიმიტრი ლორთქიფანიძის ერთობლივად შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილება, რის მიხედვითაც მიწის შეძენა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა კომისიას ასევე წარუდგინა ჩვენს მიერ ერთობლივად შემუშავებული კიდევ სამი საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი:

1. პარლამენტის წევრად არჩევის ასაკის გაზრდა არსებული 21 წლიდან 25 წლამდე.

2. რეფერენდუმის შედეგის კონსტიტუციაში ასახვის პროცედურები. თუ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დგება კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის საკითხი.

3. ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დამღუპველი და მიუღებელი არსებული კანონი. საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს (პრეზიდენტის და პარლამენტის მიერ) საომარი მდგომარეობის წარდგენის, შეკრებისა და დამტკიცების ვადები - 48 საათის მაგივრად 12 საათით იცვლება." - წერს ტომარაძე.


Description: https://scontent-sof1-1.xx.fbcdn.net/v/t34.0-12/16128116_1228847147196014_265652952_n.jpg?oh=0e553999a0762cad5366cb10b91aa7fa&oe=5882C68F



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner