logo_geo
eng_logo
2016 წელს 2015 წელთან შედარებით, საქართველოში ავტომობილების რაოდენობამ 8%-ით მოიმატა
- +

19 იანვარი. 2017. 19:31


 


2016 წლის მონაცემებით, საქართველოში აქტიური სტატუსით რეგისტრირებული 1 136 961 ავტომანქანაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში „აქტიური" სტატუსით რეგისტრირებული იყო 1 136 961 ერთეული ავტომანქანა. 


2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, საქართველოში ავტომობილების რაოდენობამ 8%-ით მოიმატა. 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 1 053 181 იყო.


რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 2016 წელს, რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 419 193 შეადგინა, რაც 2015 წლის მაჩვენებელს 7%-ით აღემატება. 2015 წელს დედაქალაქში 389 756 ავტომობილი აღირიცხებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner