logo_geo
eng_logo
შსს: მივმართავთ ცალკეული პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებს...
- +

19 იანვარი. 2017. 22:00



შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ ქუთაისში, უზნაძის ქუჩაზე, 1967 წელს დაბადებული გ.ჯ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ორი ძირი კანაფი ამოიღეს, რომლის საერთო წონა 457,18 გრამია.


ექსპერტიზის დასკვნით, გ.ჯ.- ს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.


სამართალდამცველებს აღნიშნული ბინის ჩხრეკისას სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოუღიათ.


გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).


„აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ წუთამდე ზემოთ მოყვანილ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს რაიმე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. მივმართავთ ცალკეული პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან.

 

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ შსს მოქმედებს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მიუხედავად პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილებისა", - ნათქვამია შსს-ს განცხადაებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner