ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელიც თანამშრომლების შემცირების საკითხს შეეხება. როგორც კეკელიძე აღნიშნავს, ყველა თანამშრომელი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თანამშრომელთა შემცირებას არ აპირებს.
„ხშირად მეკითხებიან და ბარემ ვუპასუხებ: ეროვნულ ბიბლიოთეკაში თანამშრომელთა შემცირებას არ ვაპირებ. დიდი ამბიციების, შესაბამისი გამოწვევების ფონზე და ისედაც, თითოეული მათგანი ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.
აქვე დავძენ, რომ პრინციპულად წინააღმდეგი ვარ უწყებაში ხელოვნური შტატების, გაბერილი ბიუჯეტის, გადაჭარბებული პრემიების (მე არასდროს ამიღია და არც ვაპირებ) და სხვა მსგავს ამბების სახელმწიფოს ხარჯზე" , -წერს კეკელიძე.