logo_geo
eng_logo
ოთარ ჩრდილელი: ეგ არ გააშუქოთ, მასმედიამ... არც ქალბატონ ჯანაშიას, მდგომარეობა მოიკითხოთ...
- +

20 იანვარი. 2017. 01:03


 

„ქართული თეატრის და კინოს ვარსკვლავს, ქალბატონ მარიან ჯანაშიას უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს..." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი წერს.


როგორც ირკვევა, მსახიობის ოპერაციისა და მკურნალობის თანხა ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დაფარა. აღნიშნულზე ჩრდილელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„საზღვარგარეთ, მისი მკურნალობა სრულად დააფინანსა... დიახ, დიახ ზუსტად-მან ...

 

ეგ არ გააშუქოთ, მასმედიამ... არც ქალბატონ ჯანაშიას, მდგომარეობა მოიკითხოთ... არც LIVE ჩართოთ... არც სიუჟეტი გააკეთოთ...

 

ბევრი გვყავს ასეთი ქველმოქმედი და... ბევრი კიდე-ჯანაშიას დონის ვარსკვლავი...

 

P.S. ჰო, იმის გაშუქება არ დაგავიწყდეთ, მის ხეს-რამდენი ფოთოლი დაცვივდა გადმოტანისას ან მისმა ბოცვერმა, როგორ ისაუზმა..." - წერს ოთარ ჩრდილელი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner