logo_geo
eng_logo
სენეგალმა გამბიაში სამხედრო ინტერვენციის დაწყების შესახებ განაცხადა
- +

20 იანვარი. 2017. 01:35


 

 

სენეგალმა მეზობელ გამბიაში სამხედრო ინტერვენციის დაწყების შესახებ განაცხადა. ჯარების შეყვანის მიზნად სენეგალის ხელისუფლება გამბიის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ადამა ბეროუსთვის ძალაუფლების გადაცემის უზრუნველყოფას ასახელებს. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, სენეგალელმა სამხედროებმა გამბიის საზღვარი უკვე გადაკვეთეს.


მანამდე გაერო- უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელშიც გამბიაში სენეგალის ინტერვენციას მხარი დაუჭირა.


სენეგალთან ერთად, გამბიაში ჯარებს ნიგერიაც გაგზავნის. ნიგერიამ ოპერაციისთვის უკვე გამოყო რამდენიმე თვითმფრინავი და სამხედრო გემი.


იაჰია ჯამემ, რომელიც სენეგალს  1994 წლიდან მართავს, დეკემბერში საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებაზე უარი განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოთა ეკონომიკურმა თანამეგობრობამ გააკრიტიკა, რომელმაც არჩევნებში გამარჯვებულად ადამა ბეროუ აღიარა. დღეს სენეგალის დედაქალაქში ბეროუს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა იმის მიუხედავად, რომ ჯამეს თანამდებობა ჯერ არ დაუტოვებია.


18 იანვარს სენეგალის ხელისუფლებამ ჯამეს ულტიმატუმი წაუყენა და ინტერვენციით დაემუქრა, თუ 19 იანვრის ბოლომდე ის თანამდებობას არ დატოვებდა. თუმცა ჯამე თავს კვლავ გამბიის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აცხადებს.


დეკემბერში გამართულ არჩევნებში ჯამემ ამომრჩეველთა ხმების 36,7% დააგროვა, ადამა ბეროუმ კი 45,5 %.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner