ვაშინგტონში აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია მიმდინარეობს. დონალდ ტრამპი, ოფიციალურად იქნა არჩეული პრეზიდენტის თანამდებობაზე. მას შემდეგ რაც თითოეულ შტატში მოსახლეობა არჩევანს გააკეთებს, გამარჯვებული კანდიდატი შესაბამისად იღებს შტატის საარჩევნო კოლეგიის ხმებს. სულ საარჩევნო კოლეგიას 538 ხმა აქვს. 19 დეკემბერს, დონალდ ტრამპმა საჭირო 270 ხმაზე მეტი დააგროვა. მან 50 შტატიდან 31 მოიგო და საბოლოოდ, კოლეგიის 304 ხმა მიიღო, ხოლო კლინტონმა 227.