ვაშინგტონში დღეს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება.
დილით ადრე დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი თავიანთ ოჯახებთან ერთად წმინდა იოანეს ეკლესიას ეწვევიან. ამის შემდეგ ბარაქ ობამა და მიშელ ობამა ტრამპსა და მის მეუღლეს თეთრ სახლში მიიღებენ.
თბილისის დროით 21:00 საათზე ტრამპი ფიცს დადებს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გლოვერ რობერტსის თანდასწრებით. ფიცის დადებისას ორ ბიბლიას გამოიყენებენ: აბრაამ ლინკოლნის პირადი ბიბლია, რომელიც ინაუგურაციის ცერემონიის განუყოფელ ნაწილად იქცა და ტრამპის პირად ბიბლიას, რომელიც მას დედამისმა 1955 წელს აჩუქა.
ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრებიან აშშ-ის კონგრესის წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები. ასევე ცერემონიას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები, ჯიმი კარტერი, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში უმცროსი დაესწრებიან.
აშშ-ის ეროვნულ ჰიმნს შეასრულებს 16 წლის მომღერალი ჯეკი ივანკო, რომელიც ცნობილი გახდა ტელეშოუში America's Got Talent მონაწილეობის შემდეგ.
დონალდ ტრამპი ოჯახთან ერთად უკვე დედაქალაქში იყოფება და ცერემონიისთვის საჭირო ბოლო დეტალებს გადის.