logo_geo
eng_logo
მექსიკამ აშშ-ს ნარკობარონი „ელ ჩაპო“ გადასცა
- +

20 იანვარი. 2017. 11:20



მექსიკამ აშშ-ს ცნობილი ნარკობარონი ხოაკინელ ჩაპო" გუსმანი გადასცა. მისი ექსტრადიცია გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა.


„ელ ჩაპო" გუსმანს ბრალდებები აშშ-ის ექვს შტატმა წაუყენა, ეს ბრალდებები ძირითადად ნარკოტრაფიკსა და მკვლელობებს ეხება.


აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, „ელ ჩაპოს" სასამართლო პროცესი ტექსასისა და კალიფორნიის შტატებში გაიმართება. სავარაუდოდ, მას სიკვდილით დასჯა არ ელოდება, ვინაიდან სასჯელის ამ ფორმაზე უარის თქმა მისი ექსტრადიციის ერთ-ერთი პირობა იყო. მექსიკაში სიკვდილით დასჯა 2005 წელს აიკრძალა.


„ელ ჩაპოს" ექსტრადიციის პროცესი გასული წლის იანვარს დაიწყო.


ხოაკინ „ელ ჩაპო" გუსმანი წლების განმავლობაში სათავეში ედგა „სინალოას" ნარკოკარტელს და აშშ-ში არალეგალურად რამდენიმე მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ნარკოტიკები აქვს შეტანილი. ის მექსიკაში რამდენჯერმე გაიქცა ციხიდან.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner