დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, ვირუსების გამო, მოქალაქეთა მომართვიანობის რიცხვმა თებერვლის მეორე ნახევარში შესაძლოა მოიმატოს, თუმცა ეს საგანგაშო არ არის.
იმნაძის თქმით, ამჟამად წყნარი პერიოდია და ყოველ 100 ათას მოქალაქეზე მომართვიანობის მაჩვენებელი 200-300 ადამიანს შეადგენს, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით დაბალია.
„ამჟამად წყნარი პერიოდია და ყოველ 100 ათას მოქალაქეზე მომართვიანობის მაჩვენებელი 200-300 ადამიანს შეადგენს. ვირუსული ინფექციების პიკი იყო გასული წლის დეკემბერში, როდესაც მომართვიანობა ყოველ 100 ათას მოქალაქეზე 400 ადამიანს შეადგენდა, თუმცა ეს პერიოდი გამოვიარეთ. შესაძლოა, გარკვეული აქტივობა თებერვლის მეორე ნახევარში კვლავ იყოს, თუმცა ეს საგანგაშო ნამდვილად არ არის", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, 2016 წელს ვირუსული ინფექციების გამო 4 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა.
„ამჟამად მედიკამენტებთან მდგრადი ბაქტერია ამერიკის შეერთებულ შტატებშია დაფიქსირებული. რაც საქართველოსთვის ამ ეტაპზე საშიში არ არის, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოშიც არ გახდნენ ბაქტერიები მედიკამენტებთან მდგრადები" - აცხადებს პაატა იმნაძე.
იმნაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ანტიბიოტიკების ზედმეტი დოზის მიღებისგან, ხოლო ვირუსული ინფექციების თავიდან არიდებისთვის დაიცვან ჰიგიენის ნორმები და ხშირად დაიბანონ ხელი.