logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ, პირველი აღმასრულებელი ბრძანებების ხელმოწერას აპირებს
- +

20 იანვარი. 2017. 11:22



აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს ინაუგურაციის შემდეგ პირველი აღმასრულებელი ბრძანებების ხელმოწერას აპირებს.


სააგენტო „Reuters"-ის ინფორმაციით, ტრამპი თავის უფლებამოსილებას გამოიყენებს, რათა პირველი ნაბიჯები გადადგას ისეთ საკითხებში როგორიც არის: მექსიკასთან საზღვარზე კედლის აშენება და იმიგრაციის შეზღუდვა. გარდა ამისა, ის აპირებს ობამას ზოგიერთი ბრძანების გაუქმებას.


შაბათს ტრამპი ასევე ეწვევა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შტაბ-ბინას, რომელსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში მკვეთრად აკრიტიკებდა.


უკვე შეარჩიეს 200-მდე ბრძანება, რომელსაც ტრამპი სავარაუდოდ ხელს მოაწერს. აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი ყველაზე მნიშვნელოვან ბრძანებებს შეარჩევს და მათ ხელს მოაწერს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner