კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„თბილისის მოსახლეობისთვის 2017 წლის 20 იანვარს მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ სტანდარტებსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. სასმელი წყლის ხარისხი, დღეს, დედაქალაქში მთლიანად აკმაყოფილებს „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით" გათვალისწინებულ პარამეტრებს." - ნათქვამია განცხადებაში.