აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Israel Hayom-ის ინტერვიუში განაცხადა, რომ მოუთმელნად ელოდება ისრაელთან მუშაობის დაწყებას.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ დაივიწყა ტრამპმა თავისი დანაპირები, ისრაელში აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანის შესახებ, ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ არის ის ადამიანი, რომელიც დანაპირებს არღვევს.
„რა თქმა უნდა, მე მახსოვს რაც იერუსალიმზე ვთქვი. რა თქმა უნდა, არ დამვიწყებია და მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც დანაპირებს არღვევს.
მე მოუთმენლად ველოდები ისრაელთან მუშაობის დაწყებას. კვირის ბოლოს ჩვენ შორის ურთიერთობები სერიოზულად დაიწყება", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.