logo_geo
eng_logo
საქართველოს მთავარ პროკურატურას ქველმოქმედებისთვის მადლობის სიგელი გადაეცა
- +

20 იანვარი. 2017. 12:54




საქართველოს მთავარი პროკურატურა 2016 წელს გაწეული ქველმოქმედებისა და დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრი" მადლობის სიგელით დააჯილდოვა.


მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე, რომელსაც  მარტოხელა მოხუცები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და სოციალურად დაუცველი პირები ესწრებოდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციამ ქველმოქმედებისთვის 31 ორგანიზაცია დააჯილდოვა.


საქართველოს პროკურატურა უკვე რამდენიმე წელია აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სახის საქველმოქმედო ღონისძიებებში, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner