logo_geo
eng_logo
შავი ზღვის სანაპიროზე მკვდარი დელფინის გამორიყვის 50 ფაქტი დაფიქსირდა
- +

25 მარტი. 2016. 20:49


შავი ზღვის სანაპიროზე მკვდარი დელფინის გამორიყვის 50 ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაციას აჭარის მეთევზეობის და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი, არჩილ გუჩმანიძე ადასტურებს.


სარფი - განმუხურის მასშტაბით 19 ფაქტი დაფიქსირდა, აფხაზეთის სანაპიროზე 20-ზე მეტი. უწყებაში ამბობენ, რომ ეს მორბილ ვირუსული ინფექცციაა, რომელიც წლების განმავლობაში ფიქსირდება შავ ზღვაში და ის სხვადასხვა პერიდოულობით აქტიურდება


"მორბილ ვირუსის პიკი 2012 წელს იყო, შემდეგ დელფინების სიკვდილიანობის ფაქტები შემცირდა, წელს კი ისევ გააქტიურდა. სპეციალისტების ინფორმაციით, ვირუსი სახიფათოა ადამიანებისთვისაც. მისი ადამიანზე გადასვლის ფაქტი ჯერ არ დაფისირებულა, თუმცა არსებობს საფრთხე, ვირუსმა მუტაცია განიცადოს, როგორც ეს ქათმისა და ღორის გრიპის შემთვევაში მოხდა",- აცხადებს გუჩმანიძე.


დღესვე, გარემოს ეროვნული სააგენტომ განცხადება გაავრცელა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახური მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ შეეხონ ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოს სპეციალისტები კვლევებს აწარმოებენ.


„გარემოს ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას გამოიჩინონ სიფრთხილე და არ შეეხონ ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს.

ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 19 ფაქტი დაფიქსირდა, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს დელფინთა მორბილვირუსული ინფექციით"- აღნიშნულია განცხადებაში.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner