საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშიის თანახმად, მიწისძვრის სიმძლავრემ 4,3 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრის ეპიცენტი ქალაქ ახალციხიდან ჩრდილო-დასავლეთით, 10კმ-ში, სოფელ ანიდან 2კმ-ში დაფიქსირდა.
„ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცირედით დაზიანდა ზოგიერთი შენობა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები.