logo_geo
eng_logo
ვანო მერაბიშვილის პასუხი „ნაციონალურ მოძრაობას“
- +

20 იანვარი. 2017. 18:52



„მინდა გაცნობოთ, რომ დღეს გამართულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე მე თანხმობა არ განმიცხადებია", - ამის შესახებ განცხადება ვანო მერაბიშავილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.


როგორც მერაბიშვილის facebook პოსტიდან ირკვევა, „ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ ყრილობაზე გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის პასუხის გარეშე მიიღეს.


შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილი დარჩება პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე, თუმცა ვიდრე პატიმრობაში იქნება, მის უფლებამოსილებას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია შეითავსებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner