logo_geo
eng_logo
კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირულ ანგარიშს აბარებს
- +

20 იანვარი. 2017. 19:23



კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" კრწანისის რაიონში, წყალარინების ქსელზე მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. კერძოდ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშვიდობის ხიდის მიმდებარედ, წყალარინების დიუკერული ტიპის ძირითად შემაერთებელ კოლექტორზე არსებულ 1200 მმ-იან ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს განაახლებს. 


მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია თბილისის სხვადასხვა უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს:


ნაძალადევის რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს - წყალარინების  ქსელის  1კმ სიგრძის და წყალსადენის ქსელის 100 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთები ახლით შეიცვალა.  


სამგორის რაიონში, იუმაშევის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება - წყალარინების ქსელის 700 მეტრზემეტი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა. საერთო ჯამში წყალარინების ქსელის 2.8 კმ სიგრძის მონაკვეთი შეიცვლება.


კრწანისის რაიონში, მელქაძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება - წყალსადენის ქსელის 450 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.


საბურთალოს რაიონში, ნურადინ ფრიდონის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია - წყალსადენის ქსელის 200 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.


ამავე რაიონში, ოდესის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება -150 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.



გლდანის რაიონში, კულა გლდანელის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტურ ფაზაშია - ამ ეტაპზე, წყალსადენის ქსელის 800 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.


ჩუღურეთის რაიონში, ცაიშის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება - წყალსადენის ქსელის 200 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.


სამგორის რაიონში, ვარკეთილის მეურნეობაში, ერთდროულად რამდენიმე ქუჩაზე, წყალსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია: ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე 260 მეტრის სიგრძის, ჭავჭავაძის ქუჩაზე - 320 მეტრი სიგრძის, ხოლო წერეთლის ქუჩაზე 600 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთები  ახლით შეიცვალა.


სამგორის რაიონში, ფრონეს ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია - ამ დროისთვის, წყალსადენის ქსელის 1.2კმ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.


ისნის რაიონში, დიდგორის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა - წყალსადენის ქსელის 380 მეტრზე მეტი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.



ნაძალადევის რაიონში, ლოტკინის ხევის ქუჩაზე, წყალსადენიის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა - 200 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.



2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე  განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.


 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner