logo_geo
eng_logo
საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი მატარებლები ბიბლიოთეკებით აღიჭურვება
- +

20 იანვარი. 2017. 19:27



„საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უფროსი დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში მუსიკოს ლევან მიქელაძის სტატუსს აზიარებს. როგორც მიქელაძე იუწყება, „საქართველოს რკინიგზა" ახალ პროექტს ახორციელებს:


„მეგობრებო!

 

ყველას მოგეხსენებათ თუ რამდენად სასიამოვნოა მატარებელში კითხვა, მაგრამ საქართველოში მატარებელში კითხვის კულტურა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.

 

„საქართველოს რკინიგზა" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ყველა მატარებელი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მოძრაობს ეტაპობრივად აღიჭურვება ბიბლიოთეკებით.

 

გაგვიზიარეთ წიგნები, რომლებსაც თვლით, რომ კარგია და აუცილებელია ისინი სხვა ადამიანებმაც წაიკითხონ, გაუკეთეთ თქვენი ავტოგრაფი წიგნებს, რომლებიც გემეტებათ ჩვენთვის და ერთად ავღჭურვოთ ქართული რკინიგზა ბიბლიოთეკებით.

 

მათ ვინც წიგნს/წიგნებს გულით გაიმეტებს საქართველოს რკინიგზა ბევრ სიურპრიზს პირდება!

 

დაგვიტოვეთ სამსახსოვრო წარწერები წიგნებზე, გაუხალისეთ მგზავრობა ერთმანეთს, შესაძლოა მგზავრობისას თქვენი ნაჩუქარი წიგნის წაკითხვა თქვენს მეგობარსაც მოუხდეს ან პირიქით!

 

იმის შესახებ, თუ სად უნდა მოგვიტანოთ წიგნი მომწერეთ მე და თუ არ შეწუხდებით პოსტი თქვენს მეგობრებსაც გაუზიარეთ, რადგან ყველამ შეძლოს ამ საინტერესო სოციალურ აქციაში ჩართვა", - წერს მიქელაძე.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner