logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მივიდა
- +

20 იანვარი. 2017. 19:53



თეთრი სახლის პრესსამსახურის ცნობით, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მივიდა, სადაც წინამორბედ ბარაქ ობამას არაფორმალურ გარემოში შეხვდება. შეხვედრა თეთრი სახლის ცისფერ დარბაზში ჩაის დალევის ფორმატში, მელანია ტრამპისა და მიშელ ობამას თანდასწრებით გაიმართება.


ეს ტრადიციული ცერემონიაა აშშ-ში ხელისუფლების გადაცემის დროს. აღნიშნული ღონისძიების შემდეგ ობამა და ტრამპი ინაუგურაციის ცერემონიაზე გაემგზავრებიან.


დღეს ვაშინგტონში, თბილისის დროით 21:00 საათზე აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიცს დადებს, რის შემდეგაც ოფიციალურად აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი გახდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner