იტალიელმა მაშველებმა მიწისძვრის შემდგომ გამოწვეული ზვავისგან დანგრეულ სასტუმრო Rigopiano-ს ნანგრევებში 8 ცოცხალი ადამიანი იპოვეს, აქედან 2 ბავშვია.
ბოლო ინფორმაციით, დადასტურებულია ნანგრევში მოყოლილი 4 ადამიანის გარდაცვალება.
უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება მინიმუმ 25 ადამიანი.
იტალიაში ძლიერი მიწისძვრა 18 იანვარს მოხდა, რის შემდეგაც, აბრუცოს რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სასტუმრო Rigopiano, მიწისძვრის შემდეგ ჩამოწოლილმა ზვავმა გაანადგურა.